|
2025-03-18 20:25:07, 715 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - სალომე ზურაბიშვილი ყველას ერთად კი არ შეგვიყვარდა, ის არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ამ ქვეყნის გადარჩენისთვის
პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ამას სჭირდება რეჟიმის შეცვლა. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ეს არაა ჩემი არც ინტერესი და არც კომპეტენცია. სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ნომერი ერთი პოლიტპატიმარი მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ის უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ამას სჭირდება რეჟიმის შეცვლა, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ისაა მძევალი. მძევლების გათავისუფლება ხდება ტერორისტების სივრციდან გაწევით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკას, გვარამიას თქმით, სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა ზურაბიშვილის მიმართ არ აღელვებს, რადგან მთავარია, ერთად აკეთონ საერთო საქმე. ნიკა გვარამიას განმარტებით, ზურაბიშვილი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ამ ქვეყნის გადარჩენისთვის. „სალომე ზურაბიშვილი ყველას ერთად კი არ შეგვიყვარდა, სალომე ზურაბიშვილი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ამ ქვეყნის გადარჩენისთვის და შესაძლოა, გადამწყვეტი. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის პოლიტიკური პარტიები, პატრიოტები და მოქალაქეები ამაზე უარს არ ვიტყვით. ეს მანაც იცის, ჩვენ ახლო მეგობრები არ ვართ, არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და არც ვიქნებით. სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა ზურაბიშვილის მიმართ არ მაღელვებს, მთავარია, ერთი საქმე გავაკეთოთ ერთად“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)