|
2025-03-18 19:03:51, 745 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გაბრიელიუს ლანდსბერგისისგან მოვისმინეთ კარგი რჩევები, რომელიც მეტი მხარდაჭერის მოპოვებაში მოგვეხმარება
მთავარია, გაბრიელიუს ლანდსბერგისისგან მოვისმინეთ კარგი რჩევები, რომელიც საგარეო სარბიელზე მეტი მხარდაჭერის მოპოვებაში მოგვეხმარება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ლიეტუვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან კარგი შეხვედრა იყო. საქართველოსთვის ასეთი ვიზიტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის. მთავარია, რომ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისგან მოვისმინეთ კარგი რჩევებიც, რომელიც ჩვენ მოგვეხმარება საგარეო სარბიელზე მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამაზე გვქონდა საუბარი. ზოგადად, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ როგორც საპარლამენტო არჩევნებს, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მთავარი გადამწყვეტი არის ჩვენი ერთსულოვანი რეზისტანსი, წინააღმდეგობა რაც გვაქვს და იზოლაცია, რომელშიც „ქართული ოცნება“ არის, როგორც შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა ვაშაძემ. ამასთან, კითხვაზე, რა სტატუსით იმყოფება გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში, ვაშაძემ თქვა: „შეგიძლიათ, ჰკითხოთ, არ დავინტერესებულვარ. საქართველოს კარგი მეგობარია და სერიოზული კონტაქტები აქვს. პატარა კაცი არ არის, დიდი კაცია, ეს თუ გაინტერესებთ.” საქართველოში მყოფი ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)