|
2025-03-18 12:40:30, 540 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი
რა თქმა უნდა, არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი - ცდილობენ მის მოშორებას, თუმცა ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, თუ ინსტრუქცია იქნება, რომ სალომე ზურაბიშვილი სცენას მოაშორონ, ასეც მოიქცევიან, მაგრამ თუ ინსტრუქცია იქნება, რომ ოპოზიცია მაინც ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაერთიანდეს, მაშინ ერთი მაგიდის გარშემო მოუწევთ დასხდომა. „რა თქმა უნდა, არ გამოადგათ ქალბატონი ზურაბიშვილი. ვერც იმ ქარტიამ გაამართლა, ვერც ალტერნატიული პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა, რისი იდეაც ზურაბიშვილს ჰქონდა და დღეს ცდილობენ მის მოშორებას, რა თქმა უნდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებაშიც არ იქნებიან დამოუკიდებლები. თუ ინსტრუქცია მოდის, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი მოაშორონ სცენას, ასეც მოიქცევიან, თუ ინსტრუქცია წამოვა, რომ მაინც ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაერთიანდნენ, მაინც მოუწევთ დასხდომა [ერთ მაგიდასთან]. ჩვენ მიჩვეულები ვართ. ისინი წლების განმავლობაში უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მას, მაგალითისთვის, ხაზარაძე-ელისაშვილი, მაგრამ შემდეგ უბრძანეს და ისინი გაერთიანდნენ. აქედან გამომდინარე, როგორც იქნება ინსტრუქცია, ისე იმოქმედებენ," - განაცხადა მაჭავარიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)