|
2025-03-18 11:01:42, 745 ნახვა
ეკონომიკა
„დაფნა“ — მინიმალისტური კაფე თბილისსა და ბათუმში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
„დაფნა“ ეს არის მინიმალისტურ კონცეფციაზე დაფუძნებული კაფე, სადაც არატრადიციულ გარემოში ქართული სამზარეულოა მოქცეული. მისი ისტორია 2017 წლიდან იწყება და დღემდე ქალაქში, გამორჩეულ თავშეყრის ადგილად რჩება. აქ შეხვდებით მუდმივ მომხმარებლებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, სამეგობროებს, რომლებსაც უკვე ტრადიციად ექცათ დროის “დაფნაში” გატარება. გარდა გემრიელი საჭმლის შეთავაზებისა, „დაფნა“ ქმნის სასიამოვნო და მყუდრო გარემოს. ბუნებრივია, ამ ყველაფერს თან ერთვის ადგილმდებარეობა და ინტერიერი — თბილისის ცენტრში, ისტორიულ შენობაში მდებარე კაფეს განსაკუთრებული ატმოსფერო გასდევს. თანაც, „დაფნაში“ შენარჩუნებულია ძველი ვიზუალური ესთეტიკა. სწორედ ამ იდეას გაჰყვნენ და მივიდნენ ბათუმამდე, სადაც სულ ახლახან გაიხსნა „დაფნას“ ფილიალი. როგორც “დაფნას” დამფუძნებელი, ნიკოლოზ მამეიშვილი ამბობს, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ეძებდნენ ისტორიული წარსულის მქონე შენობას და საბოლოოდ, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ცნობილი ბათუმელი ექიმის, პლატონ გიგინეიშვილის სახლს მიაგნეს. „ბათუმის ფილიალის გახსნაში დიდი წვლილი შეიტანა თიბისიმ — ამდენწლიანი დადებითი თანამშრომლობის გამო, გადავწყვიტეთ, ისევ თიბისისთვის მიგვემართა და ამჯერადაც ნაყოფიერი გამოდგა ეს ნაბიჯი. მთელი ამ წლების განმავლობაში, გარდა საბანკო მომსახურებისა, თიბისი დიდ როლს ასრულებს „დაფნას“ მარკეტინგული ცნობადობის გაზრდაშიც”, - ამბობს ნიკოლოზი. უახლოეს მომავალში “დაფნას” დამფუძნებელი გაფართოებას და კიდევ ერთი ახალი, განსხვავებული კონცეფციის თავშეყრის ადგილის გახსნას აანონსებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)