14:09 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-18 09:18:53, 629 ნახვა

მსოფლიო
ისრაელი ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს - დაღუპულია 200-მდე პალესტინელი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში „ჰამასის“ კუთვნილ ტერორისტულ სამიზნეებზე "ფართო საჰაერო დარტყმებს" ახორციელებენ, - ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.

ღაზას „ჰამასის“ მიერ მართულმა სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს პრესსპიკერმა, გამოცემას განუცხადა, რომ საჰაერო იერიშების შედეგად სულ მცირე 200-მდე პალესტინელი დაიღუპა,

ეს ღაზაში ავიაიერიშების ყველაზე დიდი ტალღაა მას შემდეგ, რაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა.

დროებითი ზავის პირველი ეტაპი 1-ელ მარტს დასრულდა, რის შემდეგაც მომლაპარაკებლები მისი გაგრძელების გზის პოვნას ცდილობდნენ. შეერთებულმა შტატებმა მხარეებს პირველი ეტაპის აპრილის შუა რიცხვებამდე გახანგრძლივება შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც ღაზაში დაკავებული მძევლებისა და ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების შემდგომი გაცვლა უნდა მომხდარიყო. პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ვერ შეთანხმდნენ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის მიერ არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე წარდგენილი შეთანხმების ძირითად ასპექტებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics