|
2025-03-16 14:28:15, 1059 ნახვა
საზოგადოება
ლევან მგალობლიშვილი - ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა სასტიკ ბრძოლაში ათასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი გუმისთის ბრძოლების 32-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, მგალობლიშვილმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „დღეს 32 წელი გავიდა გუმისთის შეტაკებიდან, სადაც ჩვენმა ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად, ამ უთანასწორო და სასტიკ ბრძოლაში ათასობით უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინა. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ჩვენი გმირი არტილერისტები, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და მათდამი სიყვარული და პატივისცემა მომავალ თაობებს გადავცეთ“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მემორიალთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები იმყოფებოდნენ. „1993 წლის 15-16 მარტს აფხაზეთში სეპარატისტებმა, დაქირავებულმა "ბოევიკებმა" და სადესანტო შენაერთებმა მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და იძულებული გახადა უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს. ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ქართული საბრძოლო შენაერთების გამარჯვებაში, ქართველმა არტილერისტებმა ითამაშეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)