|
2025-03-16 12:08:37, 711 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ძლიერი ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა
აშშ-ში ძლიერი შტორმისა და ტორნადოების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვს შტატში 34-მდე გაიზარდა. გარფილდის ოლქში ხილვადობის გაუარესების შედეგად ოკლაჰომაში ერთი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება ოკლაჰომის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი. მისისიპის შტატში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა ძლიერი ჭექა-ქუხილისა და ტორნადოების შემდეგ, აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორის, როის მაკის თქმით, სამი ადამიანი უოლთოლის ოლქში დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი კი კოვინგტონის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. ორივე ოლქში ასევე იტყობინებიან რამდენიმე დაშავებულის შესახებ. მისისიპის შტატს ორი ტორნადო დაატყდა თავს, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური აპირებს დაზიანებების დათვალიერებას და საბოლოო დასკვნის გაკეთებას მომხდარის შესახებ. ოფიციალური პირების თქმით, ნანგრევების გატანის სამუშაოები გრძელდება და მალე დაიწყება ზარალის შეფასება.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)