|
2025-03-14 13:22:58, 568 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯია. „მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულების შესახებ განცხადებას. შეთანხმება სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე გადამწყვეტი ნაბიჯია კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობისკენ. ამ ისტორიული მიღწევას მშვიდობისა და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობები მოაქვს“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. „სამშვიდობო ხელშეკრულება მზად არის ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზად არის დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ხელშეკრულების ხელმოწერის დროსა და ადგილზე” , - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)