|
2025-03-13 20:29:26, 750 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს საჯარო მოხელეების მასობრივი რეპრესიები მიმდინარეობს. „დღეს საქართველოში რეჟიმის მხრიდან ხდება საჯარო მოხელეების მასობრივი რეპრესიები. მათ აქვთ საკუთარი აზრი, არიან მაღალი კვალიფიკაციის და უბრალოდ აგდებენ სამსახურებიდან. თან ამას სისტემური ხასიათი აქვს. ამიტომ, აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ კოალიციამ მათ შესთავაზოს კონკრეტული მხარდაჭერის ბერკეტები, როგორც მოკლევადიან პერსპექტივაში, ვიდრე რეჟიმი შეიცვლება, ასევე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვენ გვექნება მდგრადი, თავისუფალი, კვალიფიციური საჯარო სამსახური“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. „საჯარო მოხელეების მხარდაჭერა“ – ამ სახელწოდებით პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრეზენტაციას მართავს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)