|
2025-03-13 15:17:05, 590 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - დადგება ოქტომბერი და ისე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას
უმჯობესი იქნება, თუ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ - ეს მისცემს ქართულ დემოკრატიას საშუალებას, რომ სრული დემოკრატიული გადატვირთვა მოხდეს და ყველანაირი ექსტრემისტული პოლიტიკურ დაჯგუფება ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოქტომბერში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია, საკუთარი განცხადებების მიუხედავად თვითმმართველობისა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. „დადგება ოქტომბერი და ისე მიიღებენ მონაწილეობას, მზე მაღლა იქნება და ასეც მოხდება. უმჯობესი იქნება თუ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ. ეს მისცემს ქართულ დემოკრატიას საშუალებას, რომ სრული დემოკრატიული გადატვირთვა მოხდეს და ყველანაირი ექსტრემისტული პოლიტიკურ დაჯგუფება ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას. პირველი კარგი ნაბიჯი გადადგეს იმით, რომ საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს და ეს რა თქმა უნდა, დავუკმაყოფილეთ. ამით საქართველოს პარლამენტი დიდწილად გათავისუფლდა რადიკალური და ექსტრემისტული პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც იმართებიან გარედან. დარჩენილია გახარიას მარგინალური ჯგუფი, იმედია, ისინიც გავლენ პარლამენტიდან. სხვებიც თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ესეც კარგი იქნება, რადგან ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს სჭირდება გადატვირთვა ექსტრემისტული, რადიკალური და ეროვნული ინტერესების მოღალატე ჯგუფებისგან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)