|
2025-03-13 14:18:49, 874 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს ლექტორი ამბობს, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ყოფილი ლექტორი, თამარ ტატანაშვილი ამბობს, რომ ის უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ტატანაშვილი ფიქრობს, რომ მისი გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. "თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტთან 8-წლიანი უწყვეტი სტაჟი მაკავშირებს. სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, დაახლოებით, 5 საგნის სწავლების პროცესში ვიყავი ჩართული. თუმცა, რატომღაც, გადაწყვიტეს, რომ მიმდინარე სემესტრიდან, იმის საჭიროება აღარ იყო, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე მე ვყოფილიყავი [...] ასეთი დამოკიდებულება ჯერ კიდევ რუსული კანონის მიღების პროცესში დაიწყო, როცა, სავარაუდოდ, გარკვეული მითითებების შესაბამისად, ნელ-ნელა იმ პროცესისთვის შემზადება დაიწყეს, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ლექტორებს სტუდენტებთან ურთიერთობის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ [...] იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: მათი ასეთი არაღირსეული, ვირეშმაკული და სასაცილო საქციელის გამო ვწუხვარ, როცა ისინი პარტიულ ინტერესებს ემსახურებიან და არა სტუდენტებს". - თქვა ტატანაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)