|
2025-03-12 17:50:15, 765 ნახვა
სამართალი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეების კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებული ხუთი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს თითქოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით და სხვადასხვა წლებში შპს „დელუქს დეველოპმენტი" და შპს „დემაქს გოთუა" დააფუძნეს. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს. მიუხედავად ამისა, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 144 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 18 648 902 ლარს დაეუფლნენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" და მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ორს - 8-8 წლით, ხოლო კიდევ ორ პირს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, რაც „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებით შეუმცირდათ და საბოლოოდ ბრალდებულებს 8 წლით და 4 თვით, 6 წლით და 8 თვით და 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)