|
2025-03-12 09:46:44, 594 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - ამ ვითარებაში, ჩვენგან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ჩემგან, ჩვენი პარტიიდან გამორიცხულია და ვისთანაც საუბარი მქონდა, აბსოლუტური უმრავლესობა ამაზე თანხმდება - ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, წელს ჯერ საერთო ეროვნული, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და მერე თვითმმართველობის. ,,ჩვენ ყველა სცენარი უნდა განვიხილოთ, მაგრამ მთავარია, რომ ახალი წესებითა და პირობებით ჯერ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, შემდგომ კი უკვე თვითმმართველობის [...] უმყარეს პოზიციაზე ვდგავართ, რომ ამ, დღევანდელ ვითარებაში ჩვენი მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია'' - თქვა ,,სტრატეგია აღმაშენებლის'' ლიდერმა ფორმულას ეთერში. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში შემოდგომაზეა დაგეგმილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)