|
2025-03-10 13:57:54, 593 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება - თუ ლონდონი სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს, რუსული მხარე პასუხს გასცემს
რუსეთი გადამწყვეტ „სარკისებურ“ პასუხს გასცემს, თუ ბრიტანეთი სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც რუსეთში ბრიტანეთის საელჩოს ზოგიერთი თანამშრომლისთვის აკრედიტაციის გაუქმებას ეხება. „10 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში. რუსეთის საგარეო სამინისტროს განმარტებით, რუსულმა მხარემ მწვავე პროტესტი გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის ზოგიერთი თანამშრომლის მიერ რუსეთში შესვლის ნებართვის მიღებისას მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის წარდგენის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც, სამინისტროს შეფასებით, კანონმდებლობის დარღვევაა. „ბრიტანელ დიპლომატს ეცნობა რუსეთის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე, რუსეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც მიუთითებს, რომ ეს თანამშრომლები ეკუთვნიან ბრიტანეთის სპეცსამსახურებს და 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პირებს უუქმდებათ აკრედიტაცია. მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია ორი კვირის ვადაში უნდა დატოვონ“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ „მოსკოვი არ მოითმენს ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცრების საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე და რომ რუსეთის უკომპრომისო ხაზი ამ საკითხში ჩამოყალიბდება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ასევე გაკეთდა გაფრთხილება, რომ თუ ლონდონი სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს, რუსული მხარე გადამწყვეტ „სარკისებურ“ პასუხს გასცემს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)