|
2025-03-10 13:11:23, 699 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებებია, ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც
ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებებია. სწორედ ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც - თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მიზნობრივ 3%-ზე დაბალია - ანუ, ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ რეზერვების შევსების დაწყებას შევძლებთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, რეზერვების მოცულობაზე არამხოლოდ ეროვნული ბანკის აქტივობა ახდენს გავლენას, არამედ თუნდაც საგარეო ვალის მომსახურება. „რეზერვების სტატისტიკა გამჭვირვალეა - პერიოდულად ვაქვეყნებთ. რეზერვების მოცულობაზე გავლენას ახდენს არამხოლოდ ეროვნული ბანკის აქტივობა, არამედ თუნდაც საგარეო ვალის მომსახურება. საგარეო ვალის მომსახურება აისახება დინამიკაზე, როდესაც საგარეო ვალის დაფარვა გეგმაზომიერად ხდება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, იანვარ-თებერვალში არანაირი ინტერვენცია არ განგვიხორციელებია - უცხოური ვალუტა ბაზარზე არც გვიყიდია და არც გაგვიყიდია. მარტიდან იწყება ის პერიოდი, რომელიც ტრადიციულად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეზერვები შევავსოთ და ბაზარზე ვალუტა შევიძინოთ. ეს შემდეგ თვეში ქვეყნდება ხოლმე. მიზანშეწონილი არა არის, რომ უშუალოდ ამ პერიოდში რასაც ვაკეთებთ, ის ვთქვათ, იმისთვის, რომ სპეკულაციური განწყობები არ წავახალისოთ. ზოგადად, ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებებია. სწორედ ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც. თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მიზნობრივ 3%-ზე დაბალია - 2.4%. ანუ, ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ რეზერვების შევსების დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა თურნავამ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)