|
2025-03-10 13:02:46, 467 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ედავება, რომ ჰილარი კლინტონსა და დონალდ ტრამპს უმასპინძლა, ეს ცინიზმის მწვერვალია
ცხადია, ოლიგარქი ივანიშვილის ხელში ერთადერთი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა, საქალაქო სასამართლოში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქმე არა ფულის უმიზნო ხარჯვასთან გვაქვს, არამედ როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე თემურ ჯანაშია მაღალო დონის შეხვედრებს მართავდნენ პარტნიორებთან და ეს ფინანსებიც, სწორედ ამიტომ იხარჯებოდა. „ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც აღიარა, რომ სამი მილიარდი მოჰპარა ხალხს, მიხეილ სააკაშვილს ედავება, რომ ჰილარი კლინტონს, დონალდ ტრამპს უმასპინძლა. ეს ცინიზმის მწვერვალია და მჯერა, რომ ქართული საზოგადოება სწორად შეაფასებს. ცხადია ოლიგარქი ივანიშვილის ხელში ერთადერთი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 11 წელია ამ საქმეს იძიებენ. ბატონ ჯანაშიას ამდენი ხნის განმავლობაში ატარებენ სასამართლოში, ადამიანს, რომელიც ქვეყანას იცავდა. ეს ადამიანი მუდმივად სახელმწიფოს ემსახურებოდა, ის მასპინძლობდა მაღალი დონის პირებს და ცინიზმია, როცა თაღლითი და ქურდი მესამე პრეზიდენტსა და თემურ ჯანაშიას ასამართლებს. ეს პუტინის დანაპირების შესრულებაა და მიხეილ სააკაშვილს ქართველების ხელით ასამართლებს",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)