|
2025-03-10 12:42:59, 566 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - საფრანგეთში 61% მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, ამიტომ, ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ამომრჩევლებს
საფრანგეთის მოსახლეობის 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, 50%-ს სურს ახალი არჩევნები საფრანგეთში, ამიტომ, ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ამომრჩევლებს და თავიანთ ქვეყნებს, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით ნუ შეწუხდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, „ზოგიერთს უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში“. უნდათ, რომ რეალობა იყოს ის, რაც მათ სურთ, რომ დაინახონ, რასაც აქეზებენ, მხარს უჭერენ. ქართველი ხალხი ხედავს, რაც არის სინამდვილე. მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა, სრულად გარედან წახალისებული ძალადობის, რადიკალიზმის ტალღა დააორგანიზონ, ეს არ გამოდის და შემდეგ უნდათ, თავინთი წარმოსახვა რეალობად წარმოგვიჩინონ. რაც შეეხება არჩევნებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, ბოლო გამოკითხვებით, რომელიც „ლე ფიგაროს“ მიერ იქნა ჩატარებული, ვხედავთ, რომ საფრანგეთის მოსახლეობის 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში. ამიტომ, ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ამომრჩევლებს და თავიანთ ქვეყნებს, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)