18:32 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 12:22:08, 1158 ნახვა

მსოფლიო
სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ბოლო ორ დღეში სირიაში 973 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

სირიაში ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ რაიონებში დაპირისპირება გრძელდება.

თვითმხილველები მედიასთან ალავიტების წინააღმდეგ დევნის, მათ შორის, საკუთარ სახლებში ოჯახების დახოცვის შესახებ საუბრობენ.

ალავიტების სექტა შიიტური ისლამის განშტოებაა და სირიის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ბაშარ ალ-ასადი ამ სექტას ეკუთვნის.

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, პარასკევსა და შაბათს 973 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ასადის მომხრეებმა, რომლებმაც უარი თქვეს იარაღის ჩაბარებაზე, ჩაუსაფრდნენ უსაფრთხოების ძალებს ლატაკიისა და ჯაბლეჰის სანაპირო ქალაქების გარშემო, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა.

ასადის არმიის ბრიგადის ყოფილმა გენერალმა გამოაცხადა ახალი აჯანყება ამჟამინდელი მთავრობის წინააღმდეგ და თქვა, რომ აფუძნებდა „სირიის განთავისუფლების სამხედრო საბჭოს“. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ასადის რეჟიმის უსაფრთხოების ყოფილი ოფიცრები, რომლებმაც უარი თქვეს იარაღის ჩაბარებაზე, მთებში წინააღმდეგობის ჯგუფებს აყალიბებენ.

დამასკოში მოეწყო დემონსტრაციები დაღუპულთა პატივის მისაგებად და ძალადობის დასაგმობად.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ჯამში, 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა სირიაში ახალი მთავრობის ძალებსა და ასადის ალავიტური სექტის მებრძოლებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას. მოკლულთა შორის არიან სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალების წევრები და მებრძოლები ასადის ლოიალისტებიდან. ასევე ალავიტი ქალები და ბავშვები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics