|
2025-03-09 15:32:30, 5785 ნახვა
სპორტი
უვე ბეიერი გუდაურში დასკვნითი მსოფლიო თასის ეტაპის გამართვით კმაყოფილია
მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორმა, უვე ბეიერმა განაცხადა. „ჩვენ გვქონდა ორი არაჩვეულებრივი შეჯიბრი გუდაურში. ეს იყო კარგად ორგანიზებული, მთის ტრასების სააგენტოსა და სათხილამურო ფედერაციისგან. ყველა იყო ძალიან მოტივირებული წარმატებული ღონისძიება ჩაეტარებინათ. ეს იყო მაღალი კლასის სნოუბორდ კროსის შეჯიბრება, სპორტსმენები იყვნენ კმაყოფილები, მათ სახეზე იყო ღიმილი. მადლობა საქართველოს, მადლობა გუდაურს ამ ორდღიანი შესანიშნავი შეჯიბრებისთვის. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქ დავბრუნდით. გუდაურს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენ მსოფლიო თასების ჩატარების კუთხით გრძელვადიანი გეგმები გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ გუდაური მოინიშნა მსოფლიო რუკაზე და ყველა საუბრობს აქ ჩატარებულ ღონისძიებებზე. ჩვენ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მეგობრულ და სტუმართმოყვარე ხალხთან”,- განაცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორმა. გუდაურში დასკვნითი მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. ღონისძიებაში 21 ქვეყნის (კანადა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია,ავსტრალია, შვეიცარია, ჩინეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბრაზილია, ჩეხეთი,უნგრეთი, იაპონია, ნიდერლანდები, უკრაინა, კორეა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი) 88 სპორტსმენმა იასპარეზა. შეჯიბრება პირდაპირ ეთერში „ევროსპორტზე“ გადაიცემოდა.
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)