14:39 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 20:03:27, 975 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ასათიანი ბაჩო კიკაბაძეს ახალი ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის ტელეკომპანიის შენობას გადასცემს

ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელი მაკა ასათიანი ტელეარხ "მაესტრო 24"-ის მაუწყებლობის დაწყების გადაწყვეტილებას მიესალმება. ასათიანი ამბობს, რომ ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს მაესტროს გადასარჩენად  და თანახმაა შენობა, საიდანაც მაესტრო მაუწყებლობს იმ ტელევიზიას გადასცეს, რომელზეც ბაჩო კიკაბიძე საუბრობდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"გავეცანი ილია [ბაჩო] კიკაბიძის განცხადებას დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ და მინდა განვაცხადო, რომ  ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად გასაგები და მისაღებია.

ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც  დაიწყო რეიდერული შეტევა მაესტროზე, ი. კიკაბიძე, როგორც მაესტროს ერთ–ერთი დამფუძნებელი პარტნიორი,  თავს იკავებდა აემოქმედებინა თავისი ლეგიტიმური უფლებები  მაესტროს ლოგოზე და ასევე დამოუკიდებელი ტელეარხის  ავტორიზაცია, რომელიც დიდი ხანია გააჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ შეშლოდა მაუწყებლობას.

თუმცა, მას შემდეგ, რაც  ხელების გადაგრეხვით და სრულიად უკანონოდ გიორგი გაჩეჩილაძემ მოიპოვა მაესტროს საკონტროლო პაკეტი, ამჟამად კი ახალი დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე არაორაზროვნად აცხადებს, რომ  აკეთებს ახალ ტელევიზიას, ახალ ადგილას, ბუნებრივია, რომ მაესტროს გადარჩენისათვის ბაჩო კიკაბიძის მხრიდან გადადგმული იქნეს ეს სამართლიანი ნაბიჯი.  მით უფრო სასიხარულოა, რომ მან თანამშრომლობისათვის მიმართა მამუკა ღლონტსაც.

ვინაიდან მეც ვთვლი, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი მაესტროს გადასარჩენად, ვაცხადებ მზადყოფნას და თანხმობას, რომ  გადავცე  ბაჩო კიკაბიძის  ტელეკომპანიას შენობა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის." - ნათქვამია მაკა ასათიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics