|
2025-03-07 14:53:45, 533 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - MEGOBARI აქტი არის მკაფიო სიგნალი აშშ-დან, რომ ვაშინგტონიდან ავტოკრატიულ რეჟიმებს თავზე ხელს არ გადაუსვამენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ არის მკაფიო სიგნალი აშშ-დან, რომ „ვაშინგტონიდან ავტოკრატიულ რეჟიმებს თავზე ხელს არ გადაუსვამენ“. მისივე თქმით, ეს დოკუმენტი არის ასევე გზავნილი, რომ აშშ კონკრეტულ ზომებს იღებს იმ ადამიანების მიმართ, „ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის“. „ეს არის მკაფიო და კონკრეტული სიგნალი შტატების მხრიდან, რომ ისინი ერთგულნი არიან დემოკრატიული ღირებულებების და არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით და ის, რისი იმედიც ივანიშვილის რეჟიმს ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰქონდა, რომ ვაშინგტონიდან ავტოკრატიულ რეჟიმებს ვინმე თავზე ხელს გადაუსვამდა, არ მოხდება. მთავარი სიგნალი და „მესიჯი“, რასაც კონგრესი საქართველოში აგზავნის, არის ის, რომ „ჩვენ კონკრეტულ ზომებს ვიღებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის“. ასევე ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ გააცნობიეროს და მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უღირს თუ არა ასეთი ხელისუფლების ყოლა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, „MEGOBARI აქტის“ სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ორპარტიული კანონპროექტი „MEGOBARI აქტი“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეისმა წარუდგინეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)