|
2025-03-07 11:48:28, 506 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილს რუსეთის არჩევნებში ჩარევა, როგორც აღმოჩნდა, დაესიზმრა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ქალბატონ სალომეს იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებშიო, მაგრამ როცა ჰკითხეს საიდან გაქვთ ეს ეჭვიო, როგორც აღმოჩნდა, დაესიზმრა - სხვის ეჭვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმასა და გამოთქმულ მოსაზრებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმაში შესაძლოა „ქართული ოცნების“ მიერ მობილიზებული ადამიანები მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ განვითარებულ პროცესებზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს. „არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. არანაირი კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო. თავის დროზე ვთქვი, შევაფასე კიდეც, რაც შეეხება რა მიდის, რა არ მიდის, არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ქალბატონ სალომეს იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებშიო, მაგრამ როცა ჰკითხეს საიდან გაქვთ ეს ეჭვიო, როგორც აღმოჩნდა, დაესიზმრა და არანაირი სხვა ხელმოსაკიდი ფაქტი არ ჰქონდა. სხვის ეჭვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ის ძალადობრივი გარემო, რომელიც უცხოური დაფინანსებით საქართველოში იქმნება და რომლის თანამონაწილეც არის მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და „ენჯეოები“, ეს ძალადობრივი გარემო უნდა შეიცვალოს!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც კვერცხები ესროლეს. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში 18 თებერვალს გავრცელდა. მომხდარის გამო, სალომე ზურაბიშვილმა საჩივარი შეიტანა და მოითხოვა გამოძიება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)