23:50 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-06 20:46:52, 612 ნახვა

მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - ტრამპის ქმედებები უნდა გახდეს „განგაშის ზარი“ ევროპისთვის, რათა შეიქმნას უსაფრთხოების სისტემა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქმედებები უნდა გახდეს „განგაშის ზარი“ ევროპისთვის, რათა შეიქმნას უსაფრთხოების სისტემა, რომელიც დამოუკიდებელი იქნება აშშ-ისა და ნატო-სგან. აღნიშნულის შესახებ ჰაკან ფიდანმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ფიდანის განცხადებით, ანკარა მზადაა, შეუერთდეს ევროპული უსაფრთხოების ნებისმიერ ახალ არქიტექტურას, თუ ნატო დაიშლება.

„ჯინი გამოუშვეს ბოთლიდან და არ არსებობს რაიმე გზა მის უკან დასაბრუნებლად. თუნდაც პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტოს, არ გაიყვანოს ჯარები ევროპიდან ახლა, არ არის გამორიცხული, მომავალში ვინმე მსგავსი შეხედულებებისა და პოლიტიკური იდეების მქონე პირმა ევროპულ უსაფრთხოებაში ამერიკის წვლილის შემცირების შესაძლებლობა განიხილოს“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ფიდანმა, რომელიც წარსულში თურქეთის დაზვერვის უფროსის თანამდებობას იკავებდა, აღნიშნა, რომ ევროპა უნდა გაერთიანდეს და „შექმნას საკუთარი მიზიდულობის ცენტრი“.

ცნობისთვის, მანამდე თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ანკარა მზადაა, გააგზავნოს სამხედროები უკრაინაში პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების დასაცავად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics