|
2025-03-06 16:00:24, 1157 ნახვა
ეკონომიკა
უკვე მეოთხედ, თიბისი ლიზინგი BARTA 2024-ის გამარჯვებულია
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბისი ლიზინგს გადაეცა. 2024 წლიდან, BARTA-ს ინიციატივას მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების პროგრამის (EAASURE) რეგიონალური პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR). კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ჯილდოს კიდევ ერთხელ მიღება ხაზს უსვამს თიბისი ლიზინგის კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობისა და ორგანიზაციის მისწრაფებას წლიდან-წლამდე, კიდევ უფრო გააუმჯობესოს ანგარიშგების ხარისხი. „თიბისი ლიზინგისთვის BARTA-ს კონკურსს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, შესაბამისად, მისი ზედიზედ მეოთხედ მოგება ერთის მხრივ, სასიამოვნოა, მეორეს მხრივ, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენს მომხმარებელთან თუ ინვესტორებთან. ანგარიშგების მაღალი ხარისხი, გამჭვირვალობა, სანდოობა ის სტანდარტებია, რომლებიც წლების წინ დავნერგეთ და ვინარჩუნებთ. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი რესურსი მოვიძიოთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და მივმართოთ ჩვენს ქვეყანაში სალიზინგო პროდუქტების განვითარებისკენ.“-თორნიკე ეგნატაშვილი, თიბისი ლიზინგის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. შეგახსენებთ, რომ BARTA, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2019 წელს დაარსდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)