|
2025-03-05 18:57:52, 705 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სიკვდილით დასჯის მიმართ ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა კანონმდებლობის გამკაცრებას ალტერნატივა არ აქვს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
სიკვდილით დასჯის მიმართ ჩვენ გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება, თუმცა თავისთავად, როდესაც საქმე ეხება პოლიციელებსა და პოლიციელზე თავდასხმას, იქ კანონმდებლობის გამკაცრებას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ვინმე თუ შეძლებს, შეარყიოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ძალიან მარტივად შეძლებს სახელმწიფოს ძლიერების შერყევასაც, რაც დაუშვებელია. „თქვენ ხედავდით, რომ საქართველოში კონკრეტული ძალები, არაკეთილმოსურნეები ცდილობდნენ, პირველ რიგში, სამართალდამცველ ორგანოებზე თავდასხმით შეერყიათ სახელმწიფოს ძლიერება, დღესაც ისინი ღიად უჭერენ მხარს ადამიანებს, რომლებმაც სწორედ პოლიციელებზე თავდასხმით გამოიჩინეს თავი, რატომ - ყველამ იცის, როდესაც თავს ესხმი სამართალდამცველ ორგანოებს, თუ გაგივიდა, შეგიძლია, შეარყიო სახელმწიფოს სიძლიერე. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს განსხვავებული სანქციები, მაგრამ ზოგადად სიმკაცრეს ამ სფეროში არ აქვს ალტერნატივა. თუ ვინმე შეძლებს, შეარყიოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ძალიან მარტივად შეძლებს სახელმწიფოს ძლიერების შერყევასაც, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, შესაბამისად, მიმართულება სწორია, უბრალოდ ჩვენ სხვა ტიპის სანქციები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დავუპირისპირდეთ სახელმწიფოს ძლიერების შერყევის ნებისმიერ მცდელობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)