|
2025-03-05 15:30:36, 899 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ოლიმპიადა ევერესტი დაიწყო
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი ოლიმპიადა ევერესტის მხარდამჭერია და ბანკის ხელშეწყობით, საქართველოში მათემატიკის ყველაზე მასშტაბურ სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები მათემატიკასა და ლოგიკაში, უკვე შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ მათემატიკის სამტურიან ოლიმპიადაზე, რომლის პირველი ტური ონლაინ გაიმართება. ონლაინ ტურში მონაწილეობა თავისუფალია ნებისმიერი მოსწავლისთვის II-დან VI კლასის ჩათვლით. რეგისტრაცია კი გრძელდება 4 აპრილამდე. აღსანიშნავია, რომ მათემატიკის ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართება 5-6 აპრილს, ხოლო ფინალი — 31 მაისსა და 1 ივნისს, სადაც საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე გამოვლინდება. 10, 11 მაისს კი გაიმართება ოქროს ტური, რომლის რეგისტრაცია 24 თებერვალს დაიწყება. გაზაფხულის სეზონის ოლიმპიადაზე ასევე გაიმართება ქართული ენის ოლიმპიადა ორ ეტაპად. პირველ ტურში მონაწილეობა ონლაინ შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ფინალი კი გაიმართება 12-13 აპრილს. „ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა და მხარდაჭერა. ოლიმპიადა ევერესტი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და უნარების გამოცდის შესაძლებლობას აძლევს, მატებს სტიმულს და უღვივებს მეტის შემეცნების სურვილს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ წელსაც ვუჭერთ მხარს ამ პროექტს და ამასთან, არ ვჩერდებით, რათა კიდევ არაერთი სხვა საგანმანათლებლო პროექტი თუ ინიციატივა შევთავაზოთ როგორც მოსწავლეებს, ისე სტუდენტებს“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი. ოლიმპიადის შესახებ მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ევერესტის ვებგვერდს.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)