|
2025-03-05 13:51:19, 555 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - აუცილებელია და გარდაუვალია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
დასავლური ქვეყნების მხრიდან სანქციები მოძალადე პოლიციელებზე, პროკურორებზე, ცრუ მოწმეებზე არის მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულები არიან საქართველოში მოქალაქეების ბედით - იმ უსამართლობით, რასაც ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლება და რეჟიმი აკეთებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თითოეულ პირს, რომელიც თანამონაწილეობს დანაშაულებში, ცრუ დასმენებში და სასამართლო პროცესებში, „სადაც მიიღება ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახავი გადაწყვეტილებები, აუცილებლად პასუხი მოეთხოვებათ“. „დასავლური ქვეყნების მხრიდან სანქციები მოძალადე პოლიციელებზე, პროკურორებზე, ცრუ მოწმეებზე არის ერთადერთი და მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულები არიან საქართველოში მოქალაქეების ბედით, იმ უსამართლობით, რასაც ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლება და რეჟიმი აკეთებს. ფაქტობრივი მტკიცებულება და მოცემულობაა, მათ შორის ჩვენგან არსებული პირობაა ის, რომ თითოეულ პირს, რომელიც თანამონაწილეობს დანაშაულებში და ასევე, თანამონაწილეობს ცრუ დასმენებში, სასამართლო პროცესებში, სადაც მიიღება ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახავი გადაწყვეტილებები, აუცილებლად პასუხი მოეთხოვებათ. ის ჯარიმები, რომლითაც უსამართლოდ ჯარიმდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც პროტესტში მონაწილეობენ, ჩვენ მიერ აუცილებლად გაუქმებული იქნება და ეს ჯარიმები რეგრესის წესით ამოღებული იქნება და დაუბრუნდებათ, როგორც კომპენსაცია მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპზე არიან დაჯარიმებულები უსამართლოდ, უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით“, - განაცხადა კუპრაძემ. გარდა ამისა, კუპრაძემ ჟურნალისტებთან ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აუცილებელი და გარდაუვალია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება“. „კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“ დიდი ხანია საუბრობს ძალიან მარტივ მოცემულობაზე, რომ აუცილებელია და გარდაუვალია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, სადაც მათ შორის, ვიზუალურად შესაძლებლობა იქნება, რომ იარსებოს ერთიანმა სისტემამ და სტრუქტურამ, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ძალიან მარტივი მოცემულობა, ეს შეიძლება იყოს - ე.წ. სახალხო პარლამენტი ან ეროვნული საბჭოს სახელით ცნობილი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს და მოქალაქეები დაინახავენ ვინ არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც უნდა მართონ ეს სახელმწიფო, ვგულისხმობ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სალომე ზურაბიშვილის როლი, მისი თანამონაწილეობა და ეს შეთავაზება არაერთგზის გაკეთებულია პროდასავლურ კოალიციებთანაც და სალომე ზურაბიშვილთანაც. ჩვენ და მოქალაქეებს სჭირდება ის, რომ მივიღოთ პასუხი არიან თუ არა მზად მონაწილეობა მიიღოს პროდასავლურმა პოლიტიკურმა აქტორებმა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაში“, - აღნიშნა კუპრაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)