|
2025-03-05 11:27:48, 587 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA 2025-ის ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკი მსოფლიო ბანკის საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს გაცემის რიგით მეექვსე ცერემონიაზე დაჯილდოვდა. ღონისძიებაზე, სადაც კორპორაციული ანგარიშგების და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები გამოვლინდა, საქართველოს ბანკმა ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის მიიღო. ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს ბანკმა მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერული პოზიცია დაიკავა. კერძოდ, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული დაფინანსება ბაზარზე არსებული მწვანე პორტფელის 78%-ს შეადგენს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. „მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკმა მიიღო მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი ჯილდო მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის. საქართველოს ბანკში მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენი მწვანე პორტფელი წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო პროექტები, რომელთაც რეგულარულად ვახორციელებთ, გარემოს დაცვას, ბიზნესების მდგრადობას, მწვანე დაფინანსების ზრდას ემსახურება. აღნიშნული ჯილდო კი ხაზს უსვამს ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას პასუხისმგებლიანი ანგარიშგების მიმართულებით, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)