|
2025-03-04 21:31:36, 826 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - მიუღებელია, როდესაც არ ერიდებიან შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, მას აქვს სუვერენული უფლებები და მიუღებელია, როდესაც არ ერიდებიან შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მაშინ, როცა ლიეტუვა და ლატვია რუსეთის ფედერაციასთან არ ერიდებიან ვაჭრობას, ამის გამო ისინი საქართველოს აკრიტიკებდნენ. „ზოგადად, ქვეყნებს შორის ურთიერთობები, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას და საერთაშორისო პრინციპებს და ნორმებს. როდესაც ჩვენ ვინმეს ვაკრიტიკებთ და ვგმობთ საერთაშორისო ნორმების დარღვევის თუ უგულებელყოფის გამო, არ შეიძლება, ისინი იყენებდნენ იმავე ნაბიჯებს საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, მას აქვს სუვერენული უფლებები და, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც სხვა ქვეყნების ელჩები, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტროები, სახელმწიფოების დონეზე არ ერიდებიან სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას და კომენტარებს აკეთებენ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რაც არის სრულად სუვერენული უფლება ამ ქვეყნის”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)