|
2025-03-04 13:46:58, 610 ნახვა
ეკონომიკა
მოემზადე, თიბისის განათლების ყველაზე მოთხოვნად პროგრამებზე რეგისტრაცია მარტიდან განახლდება
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კამპუსში, ონლაინ კურსებზე მიღება კვლავ განახლდება. თიბისის ტექსკოლა ეს არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მოსწავლეებს, ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლევს. აქ სფეროს წამყვანი სპეციალისტები, სკოლის მოსწავლეებს, შეასწავლიან - ვებგვერდების აწყობას (Front End: HTML, CSS) და მათ პროგრამირებას (Back End – Python), მობილური აპლიკაციების შექმნას, UI/UX დიზაინს, გრაფიკულ დიზაინს და ციფრულ მარკეტინგსა. „თიბისი კამპუსი“ კი 18-24 წლის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნეს მიმართულებების შესახებ მიიღონ ან გაიღრმაონ ცოდნა. ამასთან, თიბისის მიზანია შექმნას უნივერსიტეტისგან განსხვავებული სივრცე, სადაც სტუდენტები, არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და კამპუსის გავლის შემდეგ შეძლებენ არჩეული მიმართულებით კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებას. ეს დისციპლინებია: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO და ციფრული მარკეტინგი. მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით თიბისის ტექსკოლაში და კამპუსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი და სწავლის პროცესი სრულიად უფასოა. მთავარია მონაწილეებს ჰქონდეთ ახლის შემეცნების, განვითარების და ტექნოლოგიური სამყაროს მწვერვალებს მიღწევის სურვილი. თვალი ადევნეთ პროგრამების რეგისტრაციის თარიღებს და სიახლეებს ვებგვერდზე: tbceducation.ge
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)