21:03 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 08:53:38, 946 ნახვა

მსოფლიო
ჯინ შაჰინი - უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ეს შურისძიება ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის ფრონტზე დგას, არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ სახიფათოა, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორი (დემოკრატიული პარტია), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, უკრაინის სამხედრო დახმარება დააპაუზოს.

„უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ მისი ძალადობრივ აგრესიის ესკალაციისთვის. შედეგები უდავოდ დამანგრეველი იქნება“, - აღნიშნულია სენატორის განცხადებაში.

ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ ადმინისტრაციას, შეცვალოს კურსი და გახსოვდეთ, რომ ამერიკის ღირებულებები თავისუფალ სამყაროს ეკუთვნის და არა ავტოკრატებსა და მკვლელ დიქტატორებს“, - წერს სენატორი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics