|
2025-03-03 15:22:57, 588 ნახვა
პოლიტიკა
ქართული ოცნების კანონპროექტი - რა ქმედებები ჩაითვლება სამშობლოს ღალატად
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს სამშობლოს ღალატის მუხლი ემატება. ივანიშვილის დეპუტატების ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსს 307-ე პრიმა მუხლი დაემატება, რაც "სამშობლოს ღალატისთვის" სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე, 309-ე, 310-ე, 311-ე, 312- ე, 313-ე, 314-ე, 315-ე, 318-ე ან/და 319-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამ ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კი განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ახალ, 307-ე პრიმა მუხლზე მითითებით. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, სამშობლოს ღალატად შემდეგი ქმედებები ჩაითვლება:
კანონპროექტი ასევე განმარტავს, თუ ვინ ჩაითვლება 307-ე პრიმა მუხლის მიზნებისთვის თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს თანამშრომლად. ასეთ თანამშრომლად მიიჩნევა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)