|
2025-03-03 12:57:59, 492 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი აკვირდებოდა ტაჯიკეთის არჩევნებს, რომელიც ოპოზიციის და ეუთოს დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომელსაც საქართველოში არჩევნების გაყალბებას ედავებიან, ტაჯიკეთის არჩევნებს აკვირდებოდა. ტაჯიკეთი არის ავტორიტარული სახელმწიფო მკაცრად შეზღუდული პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებით. ქვეყანაში, სადაც 5,5 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, კვირას, 2 მარტს ჩატარდა პარლამენტის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნები ოპოზიციის გარეშეტაჯიკეთის ცესკოს თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებული შვიდი პარტიიდან არჩევნებში ექვსი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის მმართველი პარტია, სახალხო დემოკრატიულმა პარტია. არჩევნებში მონაწილე არცერთი პარტია არ აკრიტიკებს პრეზიდენტ რაჰმონის პარტიას; რეალური ოპოზიციური პარტიის, „ტაჯიკეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, შოკირჯონ ხაკიმოვს „სახელმწიფო გადატრიალების“ ბრალდებით 2024 წლიდან 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი;
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)