22:01 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-03 12:44:20, 580 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ხანძარი გაჩნდა რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. 3 მარტს, შუაღამის შემდეგ რუსული ტელეგრამარხები იუწყებოდნენ, რომ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო. საწარმო კომპანია „ბაშნეფტს“ ეკუთვნის.

საგანგებო სიტუაციების ადგილობრივმა სამსახურმა განაცხადა, რომ „წინასწარი ვერსიით, ხანძარი უკავშირდება ტექნოლოგიურ პროცესს“. ადგილობრივი დროით დილის 9 საათისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამარხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ღია წვა ლიკვიდირებულია“. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ბაშკირეთის რესპუბლიკა არ ყოფილა იმ ფედერალურ სუბიექტებს შორის, რომლებზეც, სამინისტროს თანახმად, ღამის განმავლობაში დრონებით შეტევა იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics