|
2025-03-03 10:12:41, 949 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავისი პოლიტიკური ღვარძლით, თავქარიანობით და უცხოს ჭკუაზე სიარულით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, „მათ არ ესმით, რითი თამაშობენ, რას რისკავენ“. „ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია – უპასუხისმგებლო, ქვეყნის და ადამიანების ბედით მოთამაშეთა. უცხოელებმა კი საკუთარი ქვეყნების მოკლე ინტერესებს გვანაცვალეს. კინაღამ, ძირშივე უნიათო პოლიტიკის მსხვერპლად გვაქციეს. გადაგვარჩინა ჩვენი საზოგადოების სიბრძნემ და მისი ხელისუფლების სიმტკიცემ. გადაგვარჩინა ხალხის რწმენამ და ნდობამ, ისტორიულმა მეხსიერებამ და უმრავლესობის კეთილგონიერებამ. ეს უნდა გავიხსენოთ ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელები ჭკუას დაგვარიგებენ, „ენჯეოები“ მორიგ პეტიციას შეადგენენ და ოპოზიცია არჩევნებზე მათთვის ხმის მიცემას მოითხოვს – სამი წლის წინ, ჩვენ მათ გაგვწირეს“, წერს შალვა პაპუაშვილი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)