04:57 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 15:51:45, 743 ნახვა

პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ბალანსის პოლიტიკის დარღვევა დამაზიანებელია იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია

თეთრ სახლში გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა არის ის ინტერესი, რომლის ირგვლივაც არის სრულიად დასავლეთი გაერთიანებული, რაც ჩვენთვისაც საერთოა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.

„ეს მოლაპარაკებები არის დასაწყისი, გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა არის ის ინტერესი, რომლის ირგვლივაც არის სრულიად დასავლეთი გაერთიანებული, რაც, მათ შორის, ჩვენთვისაც საერთოა. ეს არის პროცესი და ამ პროცესში საბოლოო შედეგია მთავარი, ეს შედეგი უნდა იყოს ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა. თქვენ ნახეთ, რომ იმ მთავარი მიზნის ირგვლივ, რომელიც მშვიდობას უკავშირდება, პირველი საწყისი მოლაპარაკება გაიმართა. მოლაპარაკებები მარტივი ვერ იქნება, იმ აგრესიის მასშტაბიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ახორციელებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, რეჟიმის მხრიდან ბალანსის პოლიტიკის დარღვევა დამაზიანებელია იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია.

„რაც შეეხება ივანიშვილის „ოცნების“ პოზიციას, ბალანსის პოლიტიკის დარღვევა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის დამაზიანებელი იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია. ბალანსის პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად არ დაურღვევია. მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე იკავებს ერთ მხარეს და უპირისპირდება მეორე მხარეს იმ საერთო მიზანში, რასაც ჰქვია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ეს არის საფრთხის შემცველი იმ საერთო მიზნისთვის, რასაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია, საფრთხის შემცველია ჩვენი საერთო ინტერესისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics