|
2025-02-28 23:16:38, 1515 ნახვა
კომენტარი
სენატორი ადამ შიფი - დღეს ოვალურ კაბინეტში ერთმანეთს გმირი და მშიშარა შეხვდნენ, გმირი უკრაინაში ბრუნდება
"დღეს ოვალურ კაბინეტში გმირი და მშიშარა შეხვდნენ - ამის შესახებ გავლენიანმა დემოკრატმა სენატორმა ადამ შიფმა განაცხადა. „დღეს ოვალურ კაბინეტში ერთმანეთს გმირი და მშიშარა შეხვდნენ და როდესაც შეხვედრა დასრულდა, გმირი ბრუნდება სახლში, უკრაინაში” - კალიფორნიის სენატორი, ადამ შიფი. ზელენსკისა და ტრამპს შორის თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე შელაპარაკება მოხდა - ზელენსკი ტრამპს მოუწოდებდა რუსეთის მიმართ სიფრთხილე გამოეჩინა, ხოლო ტრამპი ზელენსკის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ორი ლიდერის შეხვედრა თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში გაიმართა, სანამ ისინი განიხილავდნენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ-ის წვდომა მიენიჭებოდა უკრაინის მინერალების რესურსებზე. მაგრამ ზელენსკიმ ტრამპს ღიად უსაყვედურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ რბილი მიდგომების გამო. ზელენსკიმ უარყო ტრამპის განცხადებები, რომ უკრაინის ქალაქები მიწასთანაა გასწორებული სამწლიანი ომის შედეგად. ტრამპი აცხადებდა, რომ პუტინს შეთანხმების გაფორმება სურს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)