|
2025-02-28 14:37:01, 711 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - რუსეთს უნდა, რომ ქართველი ხალხი დააჯეროს: მტერი დასავლეთია, რუსეთი კი „მზრუნველი მოკავშირე"
რუსეთის დაზვერვის განცხადება – ჰიბრიდული ომის ნაწილია! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. "რუსეთს უნდა, რომ ქართველი ხალხი დააჯეროს: მტერი დასავლეთია, რუსეთი კი „მზრუნველი მოკავშირე"! დააკვირდით – რუსეთმა თქვა, რომ „დასავლეთი საქართველოში არეულობას აწყობს" – და დღეს, „ოცნებამ" ეს სიტყვასიტყვით გაიმეორა! ასევე ამ კამპანიის ნაწილია ყოველდღიური საინფორმაციო შეტევები ევროკავშირის, გერმანიის და სხვა მეგობარი ელჩების წინააღმდეგ. ეს არ არის შემთხვევითობა – ეს არის კოორდინირებული პროპაგანდა, რომელიც საქართველოს დასავლური კურსის დასაბლოკად მიმდინარეობს! ეს არის მცდელობა, რეალური საფრთხე – რუსეთი – ჩაანაცვლონ გამოგონილი „მტრით"! დავსვათ კითხვა: ვინ არის ივანიშვილის რეჟიმისთვის „მტერი"? – ევროპა, ამერიკა, ქართველი პატრიოტები, აქციის მონაწილეები! ვინ არიან მათი მეგობრები? – კრემლი და დიქტატორების კლუბი, დამრბევები და მოძალადეები, სადაც „ქართული ოცნება" თავს კომფორტულად გრძნობს! და კიდევ ერთი კითხვა: ვინ უჭერს მხარს ივანიშვილის რეჟიმს? ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან! ის რეჟიმები, რომლებსაც თავისუფალი, ერთიანი საქართველო არ სჭირდებათ! მათი ამოცანა მარტივია – მათ უნდათ, რომ მტრისა და მოყვარის გარჩევა ვეღარ შევძლოთ!" - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)