|
2025-02-28 12:57:39, 573 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - მჯერა, რომ პოლიტპატიმრებს დიდი ხანი არ მოუწევთ ციხეში ტყვეებად ყოფნა
განსაკუთრებული სოლიდარობა და ემოცია მაქვს მათე დევიძის მიმართ, ვინაიდან ის იმ ეპიზოდის გამო დააკავეს, სადაც ფიზიკურად ერთად აღმოვჩნდით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესს ესწრება. როგორც მელია განმარტავს, პოლიტპატიმრებს ციხეში გამოკეტვა დიდი ხნით არ მოუწევთ. „ტრაგედიაა, როცა ასეთ ნიჭიერ, პერსპექტიულ, ენერგიით სავსე თვითმყოფადი ახალგაზრდები უკვე თვეების განმავლობაში არაფრის გამო არიან გამოკეტილი იქ, სადაც არ უნდა იყვნენ, მაშინ, როცა რეალური დამნაშავეები ამ ქვეყანას მართავენ, მაგრამ ეს დროებითი მოცემულობაა. ყველა პოლიტიკური პატიმრის მიმართ ვართ სოლიდარულები, მათ შორის, განსაკუთრებული სოლიდარობა და ემოცია მაქვს მათე დევიძის მიმართ, ვინაიდან ის იმ ეპიზოდის გამო დააკავეს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ფიზიკურად ერთად აღმოვჩნდით. ადამიანი უბრალოდ საკუთარ თავს, ღირსებას, ამ ქვეყნის ინტერესს იცავდა. მჯერა, რომ მომავლის გადმოსახედიდან, მიუხედავად ამ უსამართლობისა, ის და მისი ოჯახი იამაყებს. მჯერა, რომ პოლიტპატიმრებს დიდი ხანი არ მოუწევთ ციხეში ტყვეებად ყოფნა",- განაცხადა მელიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)