|
2025-02-28 09:54:53, 604 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის ლიდერები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას განიხილავენ
ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ პოტენციურ მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას 6 მარტს დაგეგმილი შეხვედრის დროს განიხილავენ, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ამ განხილვამ აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ვაშინგტონმა პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთთან და საუბარში არ მონაწილეობენ არც უკრაინა და არც ევროპა. Bloomberg-ის ინფორმაციით, სამიტი ასევე გახდება პლატფორმა უკრაინის სამომავლო უსაფრთხოებისა და პოტენციური ომისშემდგომი დარეგულირების შესახებ ევროკავშირის უფრო ფართო ხედვის გამოსახატავად. ლიდერები განიხილავენ, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო პირობები და რა ვალდებულებები აქვს ბლოკს. გარდა ამისა, ევროკომისია აპირებს, რომ შეხვედრაზე კონტინენტის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების გეგმა წარადგინოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)