|
2025-02-27 23:56:33, 798 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი ამბობს, რომ პუტინი არ დაარღვევს უკრაინასთან შეთანხმებას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი შეასრულებს უკრაინის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, მას შემდეგ რაც დაიდება. ამის შესახებ მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან შეხვედრაზე განაცხადა. მის სიტყვებს The New York Times ციტირებს. „მე მას [პუტინს] დიდი ხანია ვიცნობ და არ მჯერა, რომ ის თავის სიტყვას დაარღვევს“, - თქვა ტრამპმა კითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებდა, თუ რუსეთი საბოლოოდ ვერ შეასრულებდა სამშვიდობო შეთანხმებას. მან გამოთქვა რწმენა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საომარი მოქმედებები არ განახლდება. „თუ შევთანხმდით, მაშინ შევთანხმდით“, დარწმუნებულია ის. "მე რომ არ მოვიგო არჩევნები, არ ვფიქრობ, რომ ახლა პუტინს ან ვინმე სხვას ველაპარაკებოდით", - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა. ის ამბობს, რომ ორივე მხარის სახელით ლაპარაკობს, როდესაც საქმე კონფლიქტის დასრულების სურვილს ეხება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)