|
2025-02-27 11:26:09, 663 ნახვა
საზოგადოება
ჩოხატაურში რამდენიმე სოფელი კვლავ გარესამყაროსაა მოწყვეტილი და მოსახლეობასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ბაჩო ახალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. მისივე ცნობით, მოსახლეობას გამოელია საკვები და ისინი დახმარებას ითხოვენ, თუმცა, იმის გამო, რომ გზები გაწმენდილი არ არის, მათთან მისვლა ვერ ხერხდება. „ამ წუთის მონაცემებით გარე სამყაროს არის მოწყვეტილი სურების მხარე, ეს იქნება: ვანი, შუა სურები, ზემო სურები - გზა არ არის გაწმენდილი. მოგეხსენებათ ძალიან მაღალმთიანი ზონაა და იქ მყოფი ადამიანები ითხოვენ შველას. ასევე, არის სოფელი სამება, სადაც ურთულესი მდგომარეობაა. ასევე, სოფელ კალაგონში არიან მოხუცები ჩარჩენილი. მძიმე სიტუაციაა კოხნარსა და ზემო ხეთშიც. არცერთ სოფელში შიდა საუბნო გზა გაწმენდილი არაა. საკვების და მედიკამენტების პრობლემაც არის, რადგან ოჯახებს მარაგი უკვე ამოეწურათ. მოგეხსენებათ, ყველა სოფელში ჰყავთ პირუტყვი და მათთვისაც საკვები გამოელიათ, ვერ იღებენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას. არიან ადამიანები, რომლებთანაც კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, რადგან ელექტროენერგია უკვე მერამდენე დღეა არ მიეწოდებათ. რაც მე ვიცი დაზიანებულია სამი სახლი. ახლა არ თოვს, მაგრამ თუ გაწვიმდა, სახურავებს 2 მეტრიანი თოვლის საფარი ადევს და არ გამოვრიცხავ, სახურავები ჩამოინგრეს. ამიტომ დროულად არის ზომები მისაღები. ჯარი არის ჩართული გაწმენდით სამუშაოებშიო, მაგრამ მე ამ ეტაპზე ჩოხატაურში ვერ ვხედავ, სად გადაადგილდებიან საინტერესოა“, - განაცხადა ბაჩო ახალაძემ.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)