22:41 - 17 Aug, 2026
|
2025-02-27 09:26:32, 614 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში, იანვარსა და თებერვალში, დამატებითი ჯარები გაგზავნა
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში, იანვარსა და თებერვალში, დამატებითი ჯარები გაგზავნა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ იანვარსა და თებერვალში 1 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში, გარდა იმ დაახლოებით 11 000 ჯარისკაცისა, რომელიც უკვე იმყოფება ქვეყანაში უკრაინის ძალებთან საბრძოლველად. გარდა ამისა, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი ჯარების გაგზავნისთვის ემზადება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)