|
2025-02-26 20:09:20, 587 ნახვა
პოლიტიკა
შსს მობილურებში შესაღწევ პროგრამებს აახლებს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა, რომ დაჩქარებული წესით მოასწროს და იყიდოს ისრაელური კომპანია Cellebrite-ის 3-წლიანი ლიცენზია, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში დაეხმარება კომპიუტერულ მოწყობილობებსა და ტელეფონებში არსებულ ინფორმაციაზე სრულყოფილი წვდომის უზრუნველყოფაში. შსს 6,8 მილიონ ლარამდე თანხას დახარჯავს მსგავს ლიცენზიებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, აკაკი ხარებავა, მინისტრის მოადგილეს, გიორგი ბუთხუზს, 24 თებერვალს ამ საკითხზე პატაკი გაუგზავნა, საიდანაც გაირკვა, რომ შსს ხუთი სპეციალური მოწყობილობა და შესაბამისი ლიცენზია 2024 წლის მაისიდან აქვს, ხოლო ხელშეკრულების ვადა ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის 27 მაისს, ეწურება. ამავე მიმოწერის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ საგამოძიებო უწყება ორით გაზრდის იმ მოწყობილობების რაოდენობას, რომლებიც კომპიუტერულ მონაცემებზე წვდომის საშუალებას აძლევს.
Cellebrite არის ისრაელური კომპანია, რომელიც აწარმოებს მოწყობილობებს და ქმნის შესაბამის ლიცენზიებს, რომლებიც საგამოძიებო ორგანოებს მობილური მოწყობილობებიდან მონაცემების მოპოვებაში ეხმარება. კომპანიის დირექტორმა, ალბერტ კატსირმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს (რომელსაც გიორგი ჰქვია, თუმცა გვარის მხოლოდ ნაწილი ჩანს ელ.ფოსტაში - g.akhal@mia.gov.ge) 13 თებერვალს აცნობა, რომ „ნებისმიერ დროს შეიძლება აეკრძალოთ აღჭურვილობების საქართველოში გაყიდვა“ და „ურჩევს“, „თუ წელს შეძენას გეგმავენ“, „ეს რაც შეიძლება მალე გააკეთონ“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)