|
2025-02-26 16:14:57, 608 ნახვა
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი - გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა, მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში - საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გამო“, - წერს პეტერ ფიშერი. მისი თქმით, ქართველებმა, რომელთაც გერმანული სტიპენდიებით გერმანიის უნივერსიტეტებში უსწავლიათ, ამ დანაკარგის შესახებ კარგად იციან. „გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ევროს ოდენობის ამჟამინდელი დაფინანსება უცვლელი რჩება. ასევე, ეს ჯერჯერობით არ ეხება ჩვენს სტიპენდიის პროგრამებს, მათ შორის, DAAD-ის პროგრამას, მაგრამ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს სინანულით ადევნებს თვალს და განიხილავს“, - აღნიშნავს საქართველოში გერმანიის ელჩი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)