|
2025-02-26 11:40:38, 446 ნახვა
საზოგადოება
გიორგი სიორიძე - წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში
ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, პირველადი საჭიროების ნივთებს, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ. ეს სამწუხაროდ იმის ბრალია, რომ ხელისუფლება მზად არ იყო სტიქიისთვის, დააგვიანა რეაგირება, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გურიაში სოფლები გარესამყაროს არის მოწყვეტილი და ოზურგეთის ცენტრშიც კატასტროფული მდგომარეობაა. „წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში. როგორც ამბობენ, მსგავსი რამ მოხდა 40 წლის წინ. ახლა, პარალიზებულია მთელი რეგიონი, სოფლები გარესამყაროს მოწყვეტილია. ოზურგეთის ცენტრშიც კატასტროფული მდგომარეობაა. ბაზარიც ჩანგრეულია. იცით, „ძლიერმა საქართველომ“ საგანგებო შტაბი შევქმენით, ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, პირველადი საჭიროების ნივთებს, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ. სამწუხაროდ, ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლება მზად არ იყო სტიქიისთვის, დააგვიანა რეაგირება, ეს უმოქმედობა არის დანაშაულებრივი, რაც პასუხისგების საფუძველია. ცინიკურად ამბობდნენ: „რა სტიქია, თოვლი მოვიდაო“. საბედნიეროდ, ბევრი მოხალისე დაირაზმა და მოემართებიან აქ, მათ შორის მთამსვლელები. ჩვენი საგანგებო შტაბი ყველაფერს აკეთებს კოორდინაციისთვის, კონტაქტი გვაქვს სხვადასხვა ჯგუფთან, მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას იქნება ეს პირველადი სამედიცინო დახმარება თუ სხვადასხვა სახის მედიკამენტის, საკვების მიწოდება, ცოცხალი ძალის გაგზავნა რთულ ადგილებში. მადლობა იმ ადამიანებს ვინც სოლიდარობა გამოიჩინეს და გურიისკენ ჩამოდიან, მთელი დღე ვიქნებით მათთან მუდმივ კოორდინაციაში. მოსახლეობას დავეხმარებით პირველადი პრობლემების მოგვარებაში, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რომ გადავარჩინოთ“,-აღნიშნა სიორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)