|
2025-02-26 10:20:23, 427 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ საჯრველაძე - მდგომარეობა რთულია, თავდაუზოგავად მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები
თავდაუზოგავად იმუშავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, ამ დღეების განმავლობაში, მედიკამენტების საჭიროებიდან დაწყებული, უშუალოდ სამედიცინო მომსახურების გაწევით დამთავრებული, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა საჭიროებაზე, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოზურგეთში განაცხადა. მისივე თქმით, მდგომარეობა რთულია, თუმცა მობილიზებულია ყველა რესურსი. „გვაქვს საქმე სტიქიასთან, რა თქმა უნდა, რთული მდგომარეობაა, მაგრამ შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკულად, ყველა ის საჭიროება, რომელიც აქვთ მოქალაქეებს, იქნება დაკმაყოფილებული. ეს არ არის მარტივი ამოცანა, ამისთვის მობილიზებულია ყველა რესურსი ყველა მიმართულებით. ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულ მუშაობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ. თავდაუზოგავად იმუშავა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, ამ დღეების განმავლობაში, მედიკამენტების საჭიროებიდან დაწყებული, უშუალოდ სამედიცინო მომსახურების გაწევით დამთავრებული. ბუნებრივია, რომ ისე ოპერატიულად ვერ ხერხდებოდა ამ ყველაფრის განხორციელება დიდთოვლობის გამო, თუმცა ვფიქრობ, ეს პრობლემა უახლოესი საათების განმავლობაში გამოსწორებული იქნება და სადაც იქნება საჭიროება, ყველგან იქნება ხელმისაწვდომი ყველა ის რესურსი, რომელიც სჭირდებათ მოქალაქეებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)