|
2025-02-25 23:52:39, 631 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - გეგმა ერთია, ახალი არჩევნები
რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა. დეტალური გამოსვლისას ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი არჩევნების დანიშვნას „ალტერნატივა არ აქვს“, იუწყება რადიო თავისუფლების ქართული სამსახური. „არსებობს მხოლოდ ერთი გეგმა და ალტერნატივა - ახალი არჩევნები“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოში „ღრმა კრიზისი“ არის, რომელიც უკვე ოთხი თვეა გრძელდება. „ეს ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, გარდა არჩევნებისა. არჩევნები ნიშნავს, რომ დაუბრუნდე ხალხს და ჰკითხო ხალხს: „რა გინდა? რა არის შენი ნება? ქართველი ხალხის ნებაა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ამდენად, ეს არჩევნები დაინიშნება, აქ კითხვები არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)