|
2025-02-25 19:02:21, 569 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციონერი ლიდერები სხვადასხვა მარშს შეუერთდნენ
თბილისში გენერალ მაზნიაშვილის მარში დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობს კობა ხაბაზიც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქართველებმა იცოდნენ, რომ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებენ.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ რომელიც მარჯანიშვილის მოედანზე ვალიკო ჯუღელის სახელობის მარშს შეუერთდა, განაცხადა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მზად არიან, ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში, პირველადი დახმარების მედიკამენტები გააგზავნონ სტიქიის ზონაში.
დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ეს რუსული რეჟიმი, ე.წ. ხელისუფლება დასრულდება, ქვეყანა დაემსგავსება ქვეყანას, იარსებებს ისევ სახელმწიფო ინსტიტუტები და არცერთ ჩვენ მოქალაქეს მსგავსი ტიპის პრობლემა აღარ ექნება. ჩვენ ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, იმიტომ, რომ დღეს უკვე, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეც კი უდიდეს საფრთხეშია,“- განაცხადა ჯაფარიძემ. ვაკის პარკთან მარო მაყაშვილის მარშს შეუერთდა, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია. მისი თქმით, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობებისა, როგორმე ჩაახშოს პროტესტი, აუცილებელია თანმიმდევრული და ყოველდღიური ბრძოლა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)