|
2025-02-25 18:38:22, 732 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სხვადასხვა ლოკაციებიდან საპროტესტო მარში გმირთა მოიდნისკენ მიემართება
თბილისის მაშტაბით, სხვადასხვა ლოკაციებზე მოქალაქეებიშეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობით ჯერ გმირთა მოედნისკენ მიემართებიან, სადაც სხვადასხვა ლოკაციიდან წამოსული მოქალაქეები ერთმანეთს შეხვდებიან და გაერთიანებული მსვლელობით დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან. მოთხოვნები უცვლელი რჩება, ყველა პატიმრის უპირობო გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მარში დაიძრა; აღმაშენებლის გამზირიდან, ვაკის პარკიდან, ავლაბრის ტერიტორიიდან, აქციას უერთდებიან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. დღევანდელ აქციაზე მოქალაქეები ხელისუფლების უუნარობასაც აპროტესტებენ და ამბობენ რომ სახელმწიფო ჩამოშლის ზღვარზეა, რადგან სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების დახმარებასაც კი ვერ უზრუნველყოფენ. კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დასავლეთ საქართველოში დატრიალებული სტიქიის შედეგების გამო „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არალეგიტიმურ ხელისუფლებას თოვლის გასაწმენდად ტრაქტორები არ აქვს, თუმცა ყიდულობს წყლის ჭავლის მანქანებს ადამიანების დასარბევად.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)